Saturday, 12 January 2019

როგორ მზადდება ნამდვილი აჭარული ხაჭაპური

ქართული სამზარეულოს გამორჩეულად გემრიელი კერძები

საქართველო ცნობია მსოფლიოში თვისი სამზარეულოთი, სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობისას აღმოაჩენთ განსხახებულ საჭმელსა და შეიგრძნობ მის არაჩვეულებრივ გემოს, ქართული სამზარეულო ნებისმიერი გემოვნების ადამიანისთვის არის მისაღები.

1.ხინკალი, რომელიც წარმოიშვა საქართველოს მთიან რეგიონში მას ამზადებენ ცომისგან, რომლის შიგთავსი შეიძლება იყოს ხორცი, კარტოფილი, ყველი ან სოკო. ყველაზე გავრცელებული და მოთხოვნადი არის ხორცის ხინკალი კარგად მომზადებულ ხინკალს შიგ უნდა ჰქონდეს წვენი, მას გემოსვნების მიხედვით უმატებენ შავ პილპილს ან ძმარს.


2.ხაჭაპური ტრადიციული ქართული საჭმელია, ის დამზადებულია სპეციალურად მომზადებული ცომისა და ყველისაგან, ხაჭაპური მრავალი სახის არსებობს ერთ-ერთი მათგანია აჭარული ხაჭაპური.
3.საცივი კიდევ ერთი ქართული კერძია, ეს არის ნიგვზის სოუსი, რომელშიც შეიძლება ელაგოს ქათმის ხორცი, ინდაურის ხორჩი ან თვზი, მას ამზადებეენ მარილითა და სუნელებით.



4.ელარჯი სამეგრელოს რეგიონის მადისამღვძრელი კერზია, რომელსაც  ამზადებენ სიმიდის ფქვილისა და ყველისაგან ისინი ერთად იხარშება და აქვს საოცარი გემო.


5.ლობიო ქოთანში ეს არის ვეგეტარიანული კერძი რომელსაც მწნილთან ერთად მიირთმევენ, მას კაზმავენ ხახვით მარილით, მწვანილებითა და სუნელებით.


6.მწვადი, დაჭრილი შემწვარი ხორჩი შამფურზე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მოთხოვნადია საქართველოში.


7.ოჯახური ქართული კერძია, რომელსაც ამზადებენ შემწვარი ხორჩითა და კართოფილით და სხვადასხვაგვარად აფორმებენ სუფრისთვის.


8.ლობიანი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კერძია ქართულ სამზარეულოში, რომელიც მზადდება არამატული სუნელებით შეკაძმული ლობიოსაგან.


ქართული სამზარეულოს ეს ის ჩამონათვალია, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს ქვეყანაში და  ჩამოსულ ტურისტები მისი დაგემოვნების შემდეგ აღფრთოვანებული არიან მათი გემოთი.

Friday, 11 January 2019

ქართული ნაციონალური კერძები

საქართველო განთქმულია თავისი სამზარეულოთ, მაგრამ მათგან გამოვყოფ რამდენიმე მათგანს, რომელიც არცთუ დიდი პოპულარობით სარგებლობს მაგრამ ყველა მათგანი უგემრიელესია.

1.ნადუღი, რომელიც არის რძის პროდუქტი მას ამზადებენ ყველის ამოყვანის შემდეგ, ის ზავდება პიტნასა და მარილში, მას ახვევენ სულგუნის თხელ ფენაში, რომელიც ქართულ სუფრას ძალიან ამშვენებს.



2.იახნე აჭარული კერძია, რომელიც საქორწილო სუფრას ამშვენებს აჭარაში მის მოსამზადებლად საჭიროა საქონლის ხორცი, რომლის მოხარშვის შემდეგ ემატება ხახვი ნიორი და სხვადასხვა სუნელები.


3.ფხალი ის განსხვავებულად შეიძლება, რომ მომზადდეს, მაგრამ ყველა მათგანი შეზავებულია ნიგვზით , ძმრით, ნიორით,მარილი წიწაკა და ხმელი სუნელი.


4.ბორანო აჭარული სამზარეულოს გამორჩეული კერძია მას ამზადებენ იმერული ყველისგან, კარაქისა და რძისგან.


5.კუჭმაჭი საქონლის ან ქათმის გულ-ღვიძლისაგან მომზადებული კერძია ის ცხლად ან ცივად მზადდება , მას კაზმავენ ხახვი, შავი პილპილი, ნიორი და დაჭრილი მწვანილები მას ძალიან უიხდება ბროწეული წვენი ან მარცვლები.


6.შქმერული რაჭული კერძია, ეს არის კეცზე ცხიმში, ცოტაოდენ რძეში და გატარებულ ნიორში შემწვარი წიწილა, რომელიც სუფრასთან ცხელი სახით მიაქვთ და მისი დაგემოვნება დიდი სიამოვნებაა.


ეს კერძები არის ქართული სამზარეულოს მშვენება, თვისი გემოთიდა და სილამაზით სუფრასთან.

მსოფლიოს რამდენიმე გამორჩეული სამზარეულო

მსოფლიოში ძალიან ბევრი სხვადასხვანაირი სამზარეულო არის ისინი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება მომზადების წესითაც და გემოთიც მათგან გამოვყოფ რამდენიე სამზარეულოს, რომელიც გამორჩეულია თავისი გემოთი და უნიკალურობით.

1. იტალიური სამზარეულო ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ევროპული სამზარეულო, იტალია განთქმულია ფქვილის, თევზისა და ზღვის პროდუქტებისაგან მომზადებული კერძებით. კერძების უმეტესობა სწრაფად მზადდება და ახალი პროდუქტები გამოიყენება, იტალიური სამზარეულო განსაკუთრებით მდიდარია სანალებლებით. ყველაზე ცნობილი იტალიურია კერძებია პიცა, ლაზანია, სპაგეტი, ტირამისუ, ტორტელინი, ტრამეძინი,პანინი და სხვა.


2.ჩინური სამზარეულო მსოფლიოში აღიარებულია როგორც ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი, რთული და მრავალფეროვანი, ჩინური სამზარეულოს მნიშვნელოვაბი იმგრედიენტია ბრინჯი, რომელსაც თითქმის ყველაფერში იყენებენ, აქაური კერძები განთქმულია ფერით არომატით, გარეგნობით და მნიშვნელობით. ყველაზე ცნობილი კერძებია ღორის ხორჩი მოტკბო მომჟაო სოუსში, კამპაოს ქათამი მოტკბო მომჟაო სოუსში, მაფო ტოუფო, ხუნტუნი, ძაიონ წ, ჩაო მიენე და სხვები.


3.ფრაგნული სამზარეულო ცნობილია უგემრიელესი დესერტებით, ყველი და ღვინო სამზარეულოს განსაკუთრებული ნაწილია, უგემრიელესია ფრანგული კრუასანი, ფრანგებს განსაკუთრებული დამოკიდებულება გაჩნიათ პურის მიმართ. გამორჩეული კერძებია რატატუი, კრუასანი და ხახვის წვნიანი.


 

4.ესპანური სამზარეულო ძალიან მრავალფეროვანია, ყველა მათგანი არომატითა და სტილით გამოირჩევა, ესპანური კერძების უმეტესობა ზეითუნის ზეთით მზადდება, ეს კერძები მარტივი მოსამზადებელია მაგრამ გემრიელი და ნოყიერი, ესპანური კერძებია , თევზის პუდინგი, ესპანური სენდვიჩი, ცივი კონსომა მადრიდულად, ომლეტი ესპანურად და სხვა.

5.იაპონური სამაზარეულო სეზონურობით გამოირჩევა , აქ დიდი ყურადღება ექცევა პროდუქტის ნატურალური გემოს შენარჩუნებას, იაპონიაში ნაკლებად იყენებენ სოუსს, განსაკუთრებით ცნობილია ბრინჯისაგან და ზღვის პროდუქტებისაგან მომზადებული კერძები,იაპონური კერძებია, ტორიგაი, სუკაიკი, კაცოუბუში,იაკიტორი დ ასხვები.

 მსოფლიოში ბევრია ძალიან მრავალფეროვანი სამზარეულო არის მაგრამ ამათგან ყველაზე მრავალფეროვანი და გამორჩეულიი მიმაჩნია რომ არის ეს რამდენიმე სამზარეულო მისი უნიკალური გემოთი დ აინგრედიენტებით.

Thursday, 10 January 2019

ქართული სამზარეულოს ტრადიციული კერძები

ქართული სამზარეულო მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეულია. აქ მარტო ყველის 250 სახეობაა. გამორჩეული გემოს სანელებლები, ხორცისა და ბოსტნეულის კერძების სიმრავლე, მადისაღმძვრელი ხაჭაპური, ხინკალი, საცივი, ტყემალი, გულგრილს არავის ტოვებს ქართული სამზარეულო.
ქართულ სამზარეულოს ქართველების ცხოვრებაში უდიდესი ადგილი უკავია. თითოეული ჩვენგანი ძალიან კარგად იცნობს სხვადასხვა კუთხისათვის დამახასიათებ კერძებს, რომელთა დაგემოვნება დიდი სიამოვნებაა,უცხოეთიდან ჩამოსულ სტუმრებს პირველ რიგში ქართული სამზარეულოს შედევრებით ვუმასპინძლებთ ხოლმე და მათი აღფრთოვანებული სახეების დანახვისას, სიამაყით ვივსებით.



საქართველოს რეგიონების სამზარეულო ერთმანეთისგან განსხვავდება აფხაზური სამზარეულო მდიდარია ნაირგვარია საწებლებით და წიწაკით შეზავებული კერძებით აფხაზეთში ყოველდღიური საკვებია აბისტახოლო მა კუთხის ტრადიციული კერძებია;  ავშჩაპანი, არიცვმგელი და აყრდცა.
აჭარული სამზარეულო ყველაზე მრავალფეროვანია  აქ ერთმანეთშია შერწყმული მთისა და ძღვის არომატები, ეს სამზარეულო განიცდის თურქულ ზეგავლენას  აჭარული ტკბილეულია ბაქლავა და შაქარლამა, ყველაზე პოპულარული აჭარული კერძებია ბორანო, ჩირბული ყაიმაღი და სინორი, აჭარული სამზარეულოსთვის დამახასიათებელია დიდი რაოდენობის ერბოს გამოყენება.
კახური სამზარეულო განთქმული კერძებია მწვადი, ხაშლამა, ჩაქაფული, ჩიხირთმა, ბადაგისაგან ამზადებენ ჩურჩხელას და თათარას.
იმერული სამზარეულოს ამშვენებს ჭყინტი ყველაი და ხაჭაპური  
აქ როგორც წესი მჭადსა და ხაჭაპურს კეცზე აცხობენ, მათი სიამაყეა კუჭმაჭი, აქ ამზადებენ ტრადიციულად სოკოს კერძებს გამორჩეულია  ქამა და ნიყვას სოკოებიდან დამზადებული საკვები ასევე ამზადებენ ამოზელილ ლობიოს ნიგვზითა ან კვაწარახით.
სვანური სამზარეულოსთვის ტრადიციულია სულგუნი, ჭვიშტარი და კუბდარი აქ მზადდება თაშმიჯაბი სვანეთის სიამაყეა სვანური მარილის, რომელიც კერძს განუმეორებელს ხდის.
მეგრული სამზარეულოს მშვენება არის სულგუნი, რომელიც სხვადასხვა კერძის მოსამზადებლად გამოიყენება, აქ გამორჩეულია ღომი, ელარჯი, გებჟალია ჯურჯანი, მეგრული აჯიკა და საწებელი ერთ ერთი პოპილარულია მეგრული ხაჭაპური.
გურულ სამზარეულოში აქტიურია ფრინველის ხორცის კერძები და ფხალეული , მჭადი, კერძების შესაკმაზად გამოიყენება ნიგოზი და თხილი, საყოველთაოდ ცნობილია გურული ღვეზელი, გურიაში ამზადებენ ჯანჯუხას თხილისაგან დამზადებულ ჩურჩხელას.
საქართველოს სხვადასხვა კუთხის კერძები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება, და ყველა მათგანი განსაკუტრებით გემრიელია.