Thursday, 10 January 2019

ქართული სამზარეულოს ტრადიციული კერძები

ქართული სამზარეულო მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეულია. აქ მარტო ყველის 250 სახეობაა. გამორჩეული გემოს სანელებლები, ხორცისა და ბოსტნეულის კერძების სიმრავლე, მადისაღმძვრელი ხაჭაპური, ხინკალი, საცივი, ტყემალი, გულგრილს არავის ტოვებს ქართული სამზარეულო.
ქართულ სამზარეულოს ქართველების ცხოვრებაში უდიდესი ადგილი უკავია. თითოეული ჩვენგანი ძალიან კარგად იცნობს სხვადასხვა კუთხისათვის დამახასიათებ კერძებს, რომელთა დაგემოვნება დიდი სიამოვნებაა,უცხოეთიდან ჩამოსულ სტუმრებს პირველ რიგში ქართული სამზარეულოს შედევრებით ვუმასპინძლებთ ხოლმე და მათი აღფრთოვანებული სახეების დანახვისას, სიამაყით ვივსებით.



საქართველოს რეგიონების სამზარეულო ერთმანეთისგან განსხვავდება აფხაზური სამზარეულო მდიდარია ნაირგვარია საწებლებით და წიწაკით შეზავებული კერძებით აფხაზეთში ყოველდღიური საკვებია აბისტახოლო მა კუთხის ტრადიციული კერძებია;  ავშჩაპანი, არიცვმგელი და აყრდცა.
აჭარული სამზარეულო ყველაზე მრავალფეროვანია  აქ ერთმანეთშია შერწყმული მთისა და ძღვის არომატები, ეს სამზარეულო განიცდის თურქულ ზეგავლენას  აჭარული ტკბილეულია ბაქლავა და შაქარლამა, ყველაზე პოპულარული აჭარული კერძებია ბორანო, ჩირბული ყაიმაღი და სინორი, აჭარული სამზარეულოსთვის დამახასიათებელია დიდი რაოდენობის ერბოს გამოყენება.
კახური სამზარეულო განთქმული კერძებია მწვადი, ხაშლამა, ჩაქაფული, ჩიხირთმა, ბადაგისაგან ამზადებენ ჩურჩხელას და თათარას.
იმერული სამზარეულოს ამშვენებს ჭყინტი ყველაი და ხაჭაპური  
აქ როგორც წესი მჭადსა და ხაჭაპურს კეცზე აცხობენ, მათი სიამაყეა კუჭმაჭი, აქ ამზადებენ ტრადიციულად სოკოს კერძებს გამორჩეულია  ქამა და ნიყვას სოკოებიდან დამზადებული საკვები ასევე ამზადებენ ამოზელილ ლობიოს ნიგვზითა ან კვაწარახით.
სვანური სამზარეულოსთვის ტრადიციულია სულგუნი, ჭვიშტარი და კუბდარი აქ მზადდება თაშმიჯაბი სვანეთის სიამაყეა სვანური მარილის, რომელიც კერძს განუმეორებელს ხდის.
მეგრული სამზარეულოს მშვენება არის სულგუნი, რომელიც სხვადასხვა კერძის მოსამზადებლად გამოიყენება, აქ გამორჩეულია ღომი, ელარჯი, გებჟალია ჯურჯანი, მეგრული აჯიკა და საწებელი ერთ ერთი პოპილარულია მეგრული ხაჭაპური.
გურულ სამზარეულოში აქტიურია ფრინველის ხორცის კერძები და ფხალეული , მჭადი, კერძების შესაკმაზად გამოიყენება ნიგოზი და თხილი, საყოველთაოდ ცნობილია გურული ღვეზელი, გურიაში ამზადებენ ჯანჯუხას თხილისაგან დამზადებულ ჩურჩხელას.
საქართველოს სხვადასხვა კუთხის კერძები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება, და ყველა მათგანი განსაკუტრებით გემრიელია.












No comments:

Post a Comment