Friday, 11 January 2019

მსოფლიოს რამდენიმე გამორჩეული სამზარეულო

მსოფლიოში ძალიან ბევრი სხვადასხვანაირი სამზარეულო არის ისინი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება მომზადების წესითაც და გემოთიც მათგან გამოვყოფ რამდენიე სამზარეულოს, რომელიც გამორჩეულია თავისი გემოთი და უნიკალურობით.

1. იტალიური სამზარეულო ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ევროპული სამზარეულო, იტალია განთქმულია ფქვილის, თევზისა და ზღვის პროდუქტებისაგან მომზადებული კერძებით. კერძების უმეტესობა სწრაფად მზადდება და ახალი პროდუქტები გამოიყენება, იტალიური სამზარეულო განსაკუთრებით მდიდარია სანალებლებით. ყველაზე ცნობილი იტალიურია კერძებია პიცა, ლაზანია, სპაგეტი, ტირამისუ, ტორტელინი, ტრამეძინი,პანინი და სხვა.


2.ჩინური სამზარეულო მსოფლიოში აღიარებულია როგორც ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი, რთული და მრავალფეროვანი, ჩინური სამზარეულოს მნიშვნელოვაბი იმგრედიენტია ბრინჯი, რომელსაც თითქმის ყველაფერში იყენებენ, აქაური კერძები განთქმულია ფერით არომატით, გარეგნობით და მნიშვნელობით. ყველაზე ცნობილი კერძებია ღორის ხორჩი მოტკბო მომჟაო სოუსში, კამპაოს ქათამი მოტკბო მომჟაო სოუსში, მაფო ტოუფო, ხუნტუნი, ძაიონ წ, ჩაო მიენე და სხვები.


3.ფრაგნული სამზარეულო ცნობილია უგემრიელესი დესერტებით, ყველი და ღვინო სამზარეულოს განსაკუთრებული ნაწილია, უგემრიელესია ფრანგული კრუასანი, ფრანგებს განსაკუთრებული დამოკიდებულება გაჩნიათ პურის მიმართ. გამორჩეული კერძებია რატატუი, კრუასანი და ხახვის წვნიანი.


 

4.ესპანური სამზარეულო ძალიან მრავალფეროვანია, ყველა მათგანი არომატითა და სტილით გამოირჩევა, ესპანური კერძების უმეტესობა ზეითუნის ზეთით მზადდება, ეს კერძები მარტივი მოსამზადებელია მაგრამ გემრიელი და ნოყიერი, ესპანური კერძებია , თევზის პუდინგი, ესპანური სენდვიჩი, ცივი კონსომა მადრიდულად, ომლეტი ესპანურად და სხვა.

5.იაპონური სამაზარეულო სეზონურობით გამოირჩევა , აქ დიდი ყურადღება ექცევა პროდუქტის ნატურალური გემოს შენარჩუნებას, იაპონიაში ნაკლებად იყენებენ სოუსს, განსაკუთრებით ცნობილია ბრინჯისაგან და ზღვის პროდუქტებისაგან მომზადებული კერძები,იაპონური კერძებია, ტორიგაი, სუკაიკი, კაცოუბუში,იაკიტორი დ ასხვები.

 მსოფლიოში ბევრია ძალიან მრავალფეროვანი სამზარეულო არის მაგრამ ამათგან ყველაზე მრავალფეროვანი და გამორჩეულიი მიმაჩნია რომ არის ეს რამდენიმე სამზარეულო მისი უნიკალური გემოთი დ აინგრედიენტებით.

No comments:

Post a Comment